სამხრეთ კორეის ქალაქ მირიანში ძლიერ ხანძარს სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ადგილობრივ საავადმყოფოში დილის 7 საათზე გაჩნდა, როდესაც შენობაში 200-ზე მეტი პაციენტი და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.
დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. მეხანძრეები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობის დროულად ევაკუაცია მოხერხდა.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
კომენტარები