სარკინიგზო კატასტროფას იტალიაში 3 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მილანიდან 40 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ კრემონადან მილანში მიემგზავრებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. ავარიის შედეგად დაშავდა ასამდე ადამიანიც, 10 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი მწყობრიდან გამოსული ვაგონების გადაბმის მექანიზმი გახდა.
კომენტარები