მოსკოვში, რუსმა სამართალდამცველებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 9 წლის განმავლობაში საკუთარ შვილს აუპატიურებდა და ფაქტის შესახებ ჩუმად ყოფნას აიძულებდა. ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსის თანაშემწემ, იულია ივანოვამ გაავრცელა, რომლის თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონა 2000 წელს არის დაბადებული.
იულია ივანოვას ინფორმაციით, პოლიციას, მომხდარი ფაქტის შესახებ, მსხვერპლის დედამ შეატყობინა.
დაკავებული მამაკაცი მართლმსაჯულებისგან გაქცევას ცდილობდა, თუმცა, მისი დაკავება პოლიციამ მოახერხა. 53 წლის მამაკაცი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru“ ავრცელებს.
კომენტარები