ხმელთაშუა ზღვაში გუშინ ჩატარებული 5 ოპერაციის ფარგლებში, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 800-მდე მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
მიგრანტები, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ, ორი ბარჟიდან და სამი ნავიდან, მათ შორის ორი გასაბერი ნავიდან ჩამოიყვანეს. ერთ-ერთი ოპერაციის ფარგლებში იტალიის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ორმა ვერტმფრენმა 7 ბავშვი ტუნისში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
კომენტარები