კიევის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
სააკაშვილის თქმით, პოროშენკო მას ემუქრებოდა, რომ მოქალაქეობას ჩამოართმევდა.
„ის მემუქრებოდა, რომ ჩამომართმევდა მოქალაქეობას, თუ არ გავჩუმდებოდი და მე არ გავჩუმდი. საერთაშორისო სამართლის თანახმად, არავისთვის შეუძლიათ მოქალაქეობის ჩამორთმევა, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც არ აქვს. სრული უფლება მაქვს, მოქალაქეობა დავიბრუნო. როგორც კი დავბრუნდი შტატებიდან, მაშინვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი. სასამართლო კი ამ პროცესს დღემდე აჭიანურებს. უფრო მეტიც, მოითხოვეს ბრძანებულების ასლი, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ვერ მოგვცემენ. ბრძანებულება, რომლითაც მოქალაქეობა ჩამომართვეს, გასაიდუმლოებულია იმ მიზეზით, რომ იქ სხვა გვარებიცაა“, –განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მემუქრებოდა, რომ ჩამომართმევდა მოქალაქეობას, თუ არ გავჩუმდებოდი და მე არ გავჩუმდი”
2018/01/29 17:47:14
ნანახია: 1045 ჯერ