რუსმა სამართალდამცველებმა 19 წლის ნარკომოვაჭრე დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 2 მილიონი რუბლის ღირებულების ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა.
რუსეთის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომლის მიხედვით, „რეზიდენტი“ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
როგორც პოლიცია აცხადებს, დაკავებულს ჩხრეკისას, ბროლამფეტამინი აღმოაჩნდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ნარკოტიკული საშუალება ინტერნეტის დახმარებით შეიძინა, შემდეგ კი მცირე პაკეტებში ახარისხებდა და ყიდდა.
ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილ ახალგაზრდას, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო წარმოება და რეალიზაცია ედება ბრალად.
რუსმა სამართალდამცველებმა 19 წლის ნარკომოვაჭრე დააკავეს
2018/01/31 11:48:25
ნანახია: 956 ჯერ