სანქტ-პეტერბურგში საიუველირო სალონის დაყაჩაღების ბრალდებით ძალოვანმა უწყებამ 2 ადამიანი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.
სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბეს, რის შემდეგაც საიუველირო სალონიდან ოქროულობა და ძვირფასი ნივთები გაიტანეს.
პოლიცია მათ ავტომობილს დაედევნა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. 2 ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, მეორე კი დაღესტნელი, 37 წლის აბდულატიპოვი აღმოჩნდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მესამე დამნაშავემ, აზერბაიჯანის მოქალაქემ კი მიმალვა შეძლო.
პოლიციამ დამნაშავეთა ავტომობილში 60 მილიონი რუბლის ოდენობის ოქროულობა აღმოაჩინა.
კომენტარები