მექსიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი ალფონსო ნავარეტე და ოახაკას შტატის გუბერნატორი ალეხანდრო მურატი იმყოფებოდნენ.
ვერტმფრენმა კონტროლი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე დაკარგა და ავტომობილს დაეცა. ნავარეტე და მურატი არ დაშავებულან. უბედურ შემთხვევას ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ალფონსო ნავარეტე და ალეხანდრო მურატი ვერტმფრენით მიწისძვრისგან დაზიანებული ზონების ინსპექტირებას აწარმოებდნენ.
კომენტარები