ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში – 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ოახაკას რეგიონი დააზარალა. დაზიანდა ათობით შენობა. თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ეპიცენტრიდან 350 კილომეტრის დაშორებით, მექსიკის დედაქალაქშიც კი იგრძნობოდა.
სტიქიის ზონაში ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა.
კომენტარები