პარლამენტის ყოფილი წევრი და დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პისტს აქვეყნებს:
“მოგესალმებით, გუშინ “ცრუსთავი 2 “- ის ეთერით მორიგი სიცრუის ტირაჟირება მოხდა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ… სიმართლე გითხრათ , იმდენად მარაზმში გადაიზარდა ეს ყოველივე , წესით უნდა გვეღიმებოდეს და პასუხის ღირსად არ ვთვლიდეთ .. მაგრამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე , ასევე საზოგადოების იმ ნაწილისთვის ვისაც ჯერ კიდევ სჯერა “ცრუსთავი 2 “ ის “სენსაციების”..
ვთვლი , რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ როგორ ორგანიზებულ ცილისწამებასთან გვაქვს საქმე :
ვინ არის ციხისთავი?
“ნაცუანალების” მთავრობის დროს ციხისთავი თანამშრომლობდა შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძესთან და ანტიტერორისტულ დეპარტამენტთან. იყო მათი აგენტი და სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა.
2013 წლის ნოემბერში , აღნიშნული ციხისთავი საეჭვო გარემოებებში და ბუნდოვანი მოტივაციით ლორთქიფანიძის სახლთან დებს ასაფეთქებელ ნივთიერებას. შსს სწრაფად იძიებს აღნიშნულ საქმეს და აკავებს ციხისთავს, რომელიც ბრალს აღიარებს, ხოლო დანაშაულის მოტივაციას ბუნდოვნად ტოვებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ერთ-ერთ მთავარ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ციხისთავის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო დადგმული სპექტაკლი ლორთქიფანიძესთან შეთანხმებით. მათ არ ეგონათ, რომ გამოძიება ასე ოპერატიულად გამოავლენდა დამნაშავეს და გახსნიდა მეტად რთულ საქმეს. უნდა აღინიშნოს მთავარი დეტალი: აფეთქებას ადგილი არ ქონდა და საქმეს თავიდანვე პოლიტიკური ელფერი ახლდა თან, მითუმეტეს ეს ფაქტი ნაციონალურმა მოძრაობამ და ლორთქიფანიძემ გამოიყენეს მათდამი დევნის ერთ-ერთ მაგალითად, ასევე ერთგვარ პრევენციად, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ლორთქიფანიძის მიერ და მისი მონაწილეობით სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას თავიდანვე პოლიტიკური დევნის სახე უნდა მიეღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანამდე ლორთქიფანიძის ძმა ოცნების ხელისუფლებას უკვე ყავდა პასუხისგებაში მიცემული. შესაბამისად, ვერსია უტყუარი და ლოგიკური ჩანს, რომლის მიხედვითაც, ლორთქიფანიძემ პრევენციის მიზნით, თავისი ერთგული აგენტი ციხისთავი გამოიყენა საკუთარ სახლთან ვითომდა ასაფეთქებელი ნივთიერების ჩასადებად და ამით მორიგი პოლიტიკური სპექტაკლი დადგა ნაცმოძრაობამ.
ამდენი წლის შემდეგ, “ნაცუების” მთავრობის ერთ-ერთი აგენტი ციხისთავი გამოდის და სანაიას მკვლელობას თამაზაშვილს აბრალებს. მისი მოტივაცია ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.
ნებისმიერი ადამიანი ალბათ მიხვდება, რა დგას ასეთი ამორალური, ბინძური ცილისწამების უკან: ეს არის მიზანმიმართული განახლებული კამპანია, რომლის მიზანია ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილის ოჯახის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამ ბინძური პროვოკაციისა და საშინელი ცილისწამების მიზანია კიდევ ერთხელ შებღალონ ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის – თამაზაშვილის სახელი.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ის აღვირახსნილი და ამორალური ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მომდინარეობდა ნაცმოძრაობისა და “ცრუსთავი2” -ის მხრიდან 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, რაც მიზნად ისახავდა თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციას, ეს ყველაფერი ხდება მაშინ როდესაც არარსებული დანაშაული დააბრალეს თამაზაშვილს, პოლიტიკური მოტივით ავტომატი ჩაუდეს და ციხეში გამოკეტეს. აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ციხეში არაერთი პროვოკაცია და მკვლელობაც კი დაგეგმეს თამაზ თამაზაშვილის მიმართ. ბოლო კულმინაციური ბრალდება იყო ის ბინძური შეთითხნილი საქმე “ციხის სკანდალი”, რომლის მიხედვით პატიმარი თამაზაშვილი წარმოაჩინეს ლამის მე-8 ციხის დაწესებულების დეფაქტო მმართველად და პატიმრების წამების ორგანიზატორად. გახსოვთ, ალბათ, რომ იმავე დღეს ფარდა აეხადა სიმართლეს და მთელმა მსოფლიომ
შეიტყო ნაცმოძრაობის რეჟიმის რეალური სახე – მწამებელი, სასტიკი რეჟიმის სახე, რასაც უამრავი ადამიანის და ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა.
ასე რომ, ციხისთავის ე.წ. სკანდალური განცხადება არის ჩვეულებრივი ბინძური ცილისწამება, რასაც ბინძური პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად, რაც არის ნაცმოძრაობის და მათი ტელევიზია “ცრუსთავი2”-ის ხელწერა, ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება – თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციას, რითაც ღარიბაშვილის სახელის დისკრედიტაციას ცდილობენ.
ბოლოს რიტორიკულ კითხვას ვუტოვებ საზოგადოებას: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ეს ინფორმაცია ოდნავ მაინც რომ იყოს მიახლოებული სინამდვილესთან, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა სააკაშვილის რეჟიმი 9 წლის მანძილზე, სანაიას საქმესთან დაკავშირებით? და მოსთხოვდნენ თუ არა პასუხს თამაზაშვილს?
პასუხი, რა თქმა უნდა არის ერთადერთი და ცხადი სიმართლე: ეს არის ნაცმოძრაობისა და რუსთავი2-ის მორიგი ბინძური ცილისწამება, რაზეც უკვე მრავალი წელია, პასუხი არავის მოეთხოვება ამ ქვეყანაში. პოლიტიკურად თუ დასჭირდათ, დაგაბრალებენ ყველაფერს, მათ შორის, სანაიას მკვლელობას, ჟვანიას მკვლელობას, აგვისტოს ომს და კიდევ ათას სიბინძურეს…”-წერს თამაზაშვილი.