ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სპორტსმენსა და ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს, ასევე მსახიობ ლაშა კურტანიძეს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
კომენტარები