დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ელოდება, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს თუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას მის საქმეზე, იუსტიციის მინისტრი თუ უშუალოდ მოსამართლე.
ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ თეა წულუკიანი სამართლიანი ადამიანია და იმ შემთხვევაში თუ მისი საქმე სწორედ მინისტრის გადასაწყვეტი იქნება ის არ მოაწერს ხელს მის ექსტრადირებას თურქეთში.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ასევე ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოა და ორივე შემთხვევაში იმედი აქვს რომ როგორც სამინისტრო, ასევე სასამართლო მის ექსტრადირებას არ მოაწერს ხელს, რადგან თურქეთში გაგზავნის შემთხვევაში ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იქნება.
კომენტარები