ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, განცხადებას ავრცელებს:
“დღეს, მცირე მეწარმეებს შევხვდით, სადაც ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ ვისაუბრეთ, დეტალური ინფორმაცია მიავაწოდეთ რეფორმის შესახებ და მათ დასმულ კითხვებს გავეცით პასუხი. ამ ტიპის შეხვედრებზე გვეძლევა საშუალება უშუალოდ გაგესაუბროთ, ერთად ვიმსჯელოთ ახალ რეფორმებზე და შევიდეთ ღია დისკუსიაში ერთმანეთთან.
შეხვედრები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაგრძელდება, სადაც კიდევ უფრო მეტ თქვენთაგანს ექნება საშუალება დაგვისვას კითხვები და მიიღოს ინფორმაცია გუნდისგან, რომელიც მოცემულ ცვლილებებზე მუშაობს.”
კომენტარები