საერთაშორისო ეროვნული პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ “ომეგა ჯგუფში” არსებული ფინანსური პრობლემების დაკავშირება ტელეკომპანია “იბერიასთან” ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასთან არის არაპროფესიონალური და კომპანია ამით თავს სასაცილო მდგომარეობაში იყენებს.
“ომეგა” ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩართული მათთვის 270 მილიონი ლარის ჩამორთმევაში, რომლის თაღლითური გზით მიღებაც მათ British-American Tobacco-სგან უნდოდათ, და ამან გამოიწვია ფინანსური პრობლემები, რადგან მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ფულით დავალიანებებს და ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავდნენ. ახლა კი სასამართლომ მათ ამ ფულის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კორუმპირებული ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილება გააუქმა და ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც.
ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ამაზე პასუხისმგებელია, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო ბრალდება. ეს ამბავი ჰგავს გაკოტრებული პირის ისტორიას, რომელიც ბანკის გასაძარცვად წავა, პოლიცია მას გააჩერებს, ის კი პოლიციას თავის ფინანსურ პრობლემებში დაადანაშაულებს, რადგან მას ბანკის გაძარცვის საშუალება არ მისცეს. ასეთია დღეს ომეგასა და British-American Tobacco-ს საქმე.
ჩვენ გვჯერა, რომ “ომეგა ჯგუფი” უსამართლოდ ესხმის თავს მთავრობას და იქცევა არაპროფესიონალურად, ამას არავინ დაიჯერებს, ისინი თავს სასაცილოდ იხდიან. არ ვიცი რა ხდება ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით, “იბერიაც” ომეგა ჯგუფის ნაწილია. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ “იბერიაა” პრობლემა. ვფიქრობ, მთელ ჯგუფს აქვს ფინანსური პრობლემები. მიმაჩნია, რომ “იბერიაზე” საუბრის მცდელობა და იმის თქმა, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, არ არის პროფესიონალური” – განაცხადა ფადი ასლიმ.