მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, ტელეკომპანია იმედში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
“უშუალოდ არჩევნების წინ ასეთი მკვეთრი ცვლილებები შესაძლოა აღქმული იყოს სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების განზრახვად. ამას წინ უსწრებდა ირაკლი რუხაძის ოფიციალური დანიშვნა სამეურნეო საბჭოს თავმჯომარედ. ჩვენ გვახსოვს მაესტროში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ცვლილებები და გაცილებით ადრე ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვა. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ წინასაარჩევნოდ ხდება ერთგვარი მედია სივრცის ფორმაში მოყვანა და პარალელურად რუსთავი 2 ზე შეტევა. როგორც წესი ასეთი პროცესები მფლობელების მეშვეობით ხორციელდება და სამწუხაროდ ჟურნალისტები არ არიან დაცულები მფლობელებისგან , იმიტომ, რომ ხელისუფლება ასეთ ზეწოლას პირდაპირ არ ახორციელებს”,-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.