“ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ და ჩვენმა ჯგუფმა, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განვიხილეთ” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.
“შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14%-ით არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება, რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს ღონისძიებები, რომ გამოვავლინოთ კონტრაბანდული საქონელი, ვიზრუნოთ დროულ აღკვეთაზე და ვიფიქროთ აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე.”
კომენტარები