მექსიკის ძალოვანმა უწყებამ 4 პოლიციელის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ოფიცრები 3 იტალიელი კაცის გაუჩინარებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ BBC წერს.
სამივე მათგანი იტალიის ქალაქ ნაპოლიდან არის. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივებს ისინი 31 იანვრის შემდეგ არ უნახავთ.
მექსიკის ადგილობრივ მთავრობაში განმარტეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
4 პოლიციელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ბენზინგასამართ სადგურზე აიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
კომენტარები