დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს. BBC ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი, რომლის ამოცნობაც მოგვიანებით მოხდა, რუსეთში ცხოვრების დროს ინფორმაციას ინგლისის დაზვერვას აწვდიდა.
პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცოლ-ქმარი შეუძლოდ გახდა.
მოწამლული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და ახალგაზრდა ქალი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდნენ, ორივემ გონება დაკარგა. სპეციალისტებმა ადგილზე აღმოაჩინეს უცნობი ნივთი, რომელიც გადასამოწმებლად ლაბორატორიაში გადაიტანეს. მომწამვლელი ნივთიერება ამ დრომდე დაუდგენელი რჩება.
სკრიპალს რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის 2006 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კომენტარები