ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ფრენსის მაკდორმანდს ქანდაკება მოპარეს. ინციდენტი წვეულებაზე მოხდა.
საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარებულმა მაკდორმანდმა ჯილდო დროებით მაგიდაზე დადო და ის ახალგაზრდა ფერადკანიანმა მამაკაცმა გაიტაცა და შემდეგ დარბაზიდან გაიქცა.
ბოროტმოქმედი ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა დააკავა და ოსკარი მსახიობს დაუბრუნა. გამტაცებელი პოლიციამ დააკავა. ის 47 წლის ტერი ბრაიანტი აღმოჩნდა.
პროკურორის ინფორმაციით, 20 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემთხვევაში ის პატიმრობას თავს დააღწევს.
კომენტარები