სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. “ან 26”-მა კატასტროფა ჰმეიმიმის რუსულ ბაზაზე დაშვებისას განიცადა. დაიღუპა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
წინასწარი ვერსიით, მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
„6 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზე „ჰმეიმიმის“ აეროდრომზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ან-26“. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო. ბორტზე ეკიპაჟის 6 წევრი და 26 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ გადარჩა. საგანგებოდ შექმნილი კომისია მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას შეისწავლის“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
კომენტარები