რესტორანში, სადაც რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავდასხმამდე იმყოფებოდა, ქიმიური ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. ქალაქ სოლსბერიში მდებარე პიცერია, ოთხ სხვა ადგილთან ერთად, გამომძიებლებს ამ დრომდე შემოღობილი აქვთ.
გამომძიებლებმა უკვე დაადგინეს 200-ზე მეტი მოწმის ვინაობა და ამდენივე მტკიცებულებაც მოიპოვეს, რომლებსაც სპეციალისტები სწავლობენ. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ თავდასხმის უკან მოსკოვი დგას, ოფიციალური ლონდონი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სრულ ბოიკოტს არ გამორიცხავს.
კომენტარები