გერმანიამ უნდა დააჩქაროს იმ უცხოელების დეპორტაციის პროცესი, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, რომელიც მომდევნო კვირას გერმანიის შს მინისტრის პოსტს დაიკავებს.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის შს სამინისტრო უახლოეს პერიოდში სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
„თანამდებობის დაკავების შემდეგ მე შევკრებ შს სამინისტროს თანამშრომლებს, რათა შევიმუშაოთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების დაჩქარებული განხილვისა და შემდგომი გაძევების სტრატეგია. დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ჩვენ განსაკუთრებით მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ დამნაშავეებსა და პოტენციურ ტერორისტებთან მიმართებაში“,- აღნიშნა ჰორსტ ზეეჰოფერმა.
კომენტარები