სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი რობერტ კალინაკმა მთავრობა დატოვა.
სლოვაკი ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობას სლოვაკეთში პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული კალინაკისა და კიდევ რამდენიმე პირის გადადგომას, ერთ-ერთი პარტიის წევრები ითხოვდნენ.
“ახლა მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ გადავწყვიტე თანამდებობა დავტოვო, როგორც შს მინისტრის პოსტი, ასევე ვიცე-პრემიერის” – განაცხადა კალინაკმა.
შეგახსენებთ, 27 წლის ჟურნალისტი, მეგობარ გოგონას ერთად, მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. ჟურნალისტს ტყვია გულ-მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი, მის მეგობარ გოგოანს კი – თავში. ისინი, სავარაუდოდ, 22-იდან 25 თებერვლამდე მოკლეს.
კომენტარები