სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი პოსტს ტოვებს.
პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება, ქუჩებში კი მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები იმართება.
27 წლის საგამოძიებო ჟურნალისტი იან კუჩიაკი საცოლესთან ერთად თებერვლის ბოლოს მოკლეს. ის მაღალ-პოლიტკურ წრეებში არსებულ კორუფციაზე სტატიებს აქვეყნებდა. მკვლელობის მთავარ მოტივადაც მისი პროფესიული საქმიანობა სახელდება.
კომენტარები