რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს აფრთხილებენ ხელი არ შეუშალოს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას.
ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტს ასევე ურჩევენ, უარი თქვას მიულერის თანამდებობიდან გათავისუფლების მცდელობებზე.
ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა Twitter-ისსაკუთარ გვერდზე სპეციალური პროკურორი გააკრიტიკა და მისი გუნდი მიკერძოებულ გამოძიებაში დაადანაშაულა.
კომენტარები