ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ინდოეთის 4 მოქალაქე ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ მათგან ერთსდენგეს ვირუსი დაუდგინდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტემპერატურით, თავის და კუნთების ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. სპეციალისტების განმარტებით, ეჭვი თავიდანვე დენგესვირუსზე გაჩნდა, რადგან ამ ინფექციის კერა სწორედ ინდოეთია. ოთხიდან ერთ პაციენტს დენგეს კლასიკური ცხელება დაუდგინდა.
ინდოეთის მოქალაქეები საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდნენ. ისინი წალენჯიხის რაიონში ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებს ამონტაჟებენ. რამდენიმე დღით ადგილზე სამუშაოები შეწყვეტილი იყო. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მათ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩაატარეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინდოეთის 4 მოქალაქეზე ზედამხედველობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.