BMW წელს ტექნოლოგიებისა და კვლევის განვითარებაზე 7 მილიარდ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი ინვესტიციიაა რაც კი კომპანიას ოდესმე ამ მიმართულებით დაუხარჯავს.
2025 წლისთვის გერმანული ავტომობილების მწარმოებელს სურს 20 ელექტრო ავტომობილი შექმნას და უპილოტო ტრანსპორტის ტექნოლოგიები განავითაროს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, BMW ამ მიმართულებით ინვესტიციების შემცირებას არ გეგმავს. გასულ წელს გერმანული ავტომობილების მწარმოებელმა ამ სფეროში 6 მილიარდი დახარჯა.
კომენტარები