ანგელა მერკელი რუსეთს წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს. საქმე ეხება სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტს.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ბრიუსელში, ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოყენებული ნივთიერების საბოლოო ანალიზს დაელოდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ.
ევროკავშირის სამიტის პირველივე დღეს, ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, ევროკავშირის ელჩის რუსეთიდან გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად ტერეზა მეი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონირუსეთისთვის მკაცრი პასუხის გაცემის აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ.
კომენტარები