რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ გამოცემა „ვზგლიადი“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის გასამართლებული მეშვიდე პირი გადასცა.
სამი მათგანი საქართველოს 2014 წელს გადაეცა, ხოლო დანარჩენები – წელს. ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 27 ივნისს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
კომენტარები