ახალციხეში კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს.
“უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებ მათ. პაციენტმა 28 მარტს იმშობიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, მშობიარობას მისი ოჯახის წევრიც დაესწრო. გუშინ დედა-შვილი მისმა ნათესავებმა მოინახულეს, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სახელმწიფო ექპსერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. თუ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, კლინიკის რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგელობის საკითხი გამოიკვეთება, კლინიკის ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს,”- განაცხადა კლინიკა “იმედის” დირექტორმა დავით მაისურაძემ.
კომენტარები