საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, Freedom house-ის ანგარიშს არ გასცნობია და კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან, ვიცე-პრემიერი აბსურდულად მიიჩნევს ბრალდებას მედიის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე, კერძოდ, “რუსთავი 2”-თან მიმართებაში.
“სრული აბსურდია. “რუსთავი 2″ აქ ხართ, კითხვას მისვამთ, თავისუფლად ოპერირებთ, შესაბამისად, ეს ალბათ აბსურდია”,- განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლო იხილავს “რუსთავი 2”-ის საქმეს და საქართველოს მთავრობაც საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
კომენტარები