ბოლო პერიოდში თურქეთში ბევრი ტერორისტული აქტი განხორციელდა, მაგრამ 28 ივნისის ტერაქტი ყველასგან გამორჩეული იყო. ტერაქტი ათათურქის სახელობის ა კლასის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. პრეზიდენტის და მთავრობის სასახლეების შემდგე, ეს აეროპორტი თურქეთის ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება. აქ რომ ტერაქტი მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზულად არის საქმე. თურქეთი ყოველთვის ეხამრებოდა მუსლიმ მებრძოლებს. გავიხსნეოთ 1994- 1996 წლების ჩეჩნეთ-რუსეთის ომი. მაშინ თურქები ჩეჩნებს ჯიჰადში ღიად ეხმარებოდნენ. კავკასიელ მებრძოლებს თურქეთი შამილის დროსაც აქტიურად ეხმარებოდა. თურქეთი მაშინ ჩრდილოკავკასიური ჯიჰადისტური მოძრაობის ცენტრი იყო. სირიაში მიმდინარე პროცესებში თურქეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. სირიაში ისლამური სახლემწიფოს მოწინააღმდეგეებს თურქეთის შეიარაღებული ძალები ებრძოდნენ. საუბარია ქურთებზე. იეზიდებზე და ბაშა ალ ასადის სამთავრობო ჯარზე. ქურთული ქალაქი ქობანი, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს, რამდენჯერმე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ და იქ საშინელებები დაატრიალა. იქ ქურთებს გენოციდი მოუწყვეს. მოგვიანებით ეს ქალაქი ქურთებმა მოკავშირეებთან ერთად გაათავისუფლეს. ამ ოპრეციის დროს დააკავეს თურქეთის შეიარაღებუილი ძალების ნაწილები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. ამ ალიანსში შემავალი ქვეყნები კი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან. ამ დროს მოჯაჰედების უდიდესი ნაწილი სირიასა და ერაყში სწორედ თურქეთის გავლით მოხვდა“, – აცხადებს ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ისლამურმა სახელმწიფომ თურქთი გააფრთხილა“/ „ტერაქტები საქართველოსაც ემუქრება.“
„მათი რაოდენობა 70.000-დან 120.000-მდე მერყეობს. მოჯაჰედების დიდი ნაწილი იქ თურქეთის გავლით შევიდა. თურქეთი ისლამური სახლმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენს. გასული წლის შემოდგომაზე მათ ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ისლამური სახელმწიფოს პოზიციები უნდა დაებომბა. ამის შემდეგ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარსედა. რუსეთის ხელისუფლებამ ბლო 3 თვის მანძილზე რამდენჯერმე წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შეახებ, რომ ისლმურ სახელმწიფოსთან ერდოღანის ოჯახის წევრი თანამშრომლობს – ერდორანის შვილი ისლამური სახელმწიფოსგან ნედლ ნავთობს ძალიან დაბალ ფასებში ყიდულობს და შემდეგ ევროპაში გააქვს. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ისლამური სახელმწიფოს ტერაქტი არ უნდა მოეწყო , მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რაც ბოლო დღეების მანძილზე მოხდა. ოფიციალურ ანკარას რუსეთთან და ისრაელთან ბოლო მომენტამდე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. ერთიც და მეორეც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დაუნდობლად ებრძვის ტერორიზმს. ტერაქტის წინა დღეებში თურქეთმა ორივე ქვეყნის მიმართ რადიკალურად შეცვალა პოზიცია, 28 ივნისს ისრაელთან ურთიერთობის დალაგებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. ერთი დღით ადრე კი ერდოღანმა მოსკოვს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მოუბოდიშა. არ მგონია, რომ ეს ტერაქტი უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ იყოს მიმართული. უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ რომ სდომებოდათ ტერაქტის მოწყობა, ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე მიიტანდნენ იერიშს. ისლამურმა სახელმწიფომ შეგნებულად აირჩია ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდის ხალხი. მათ სამიზნეს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ. საუბარია იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც ანტიტერორისტული კოალიცია აქვთ შექმნილი. ამ ტერაქტით ჯიჰადისტებმა კოალიცია გააფრთხილეს“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
„ ამ ტერაქტით ისლამურმა სახელმწიფომ ორი კურდღელი დაიჭირა. ტერაქტი მოუწყო ანტიტეტორისტულ კოალიციაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს და ამასთან გააფრთხილა თურქეთი, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს მტრებთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. 28 ივნისს სტამბულში დიდი საშინელება მოხდა, მაგრამ ეს არ იქმე ა ბოლო ტერაქტი. ერდოღანი რუსეთთან და ისრაელთან დიალოგს თუ გააგრძელებს, თავდასხმები გაგრძელდება. ტერაქტებისგან საქართველო კი არა, ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან დაცულები. ჩვენ მარტო თურქეთის მეზობლები არა ვართ, ჩვენ წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეებსაც ისლამურ სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობები უკავიათ, თარხან ბათირაშვილი და ახმეტ ჩატაევი მყავს მხედველობაში. ისინი არიან ამირები და მათ დიდი გავლენა აქვთ. საქართველოს ხელისუფლებასაც ასეთივე პოზიცია აქვს, როორც თურქეთს ჰქონდა – ხელს არ გიშლით და თვქნეც ნუ შეგვეხებით. ეს უსაფრთოდ ყოფნისთვის საკმარისი არ არის. არავინ იცის, ჯიჰადისტებს რა და როდის გადაუტრიალდებათ თავში. მაგათ თურქეთი რომ ეხმარებოდა, ისე არავინ დხამარბეია, მაგრამ ხომ ნახეთ, რა მოხდა სტამბოლში. ასე რომ, საქართველოს არანაირად არ არის დაცული. საქართველო ტერორისტების დერეფნად რომ აქცია წინა ხელისუფლებამ, ამაზე არავინ აღარ დაობს. დააწესეს უვიზო მიმოსვლა და არავინ უწყის, ვინ შედი ან ვინ გადის ამ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნიდან ბევრია წასული ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოველად. ხვალ ისინი შესაძლოა უკან დაბრუდნენ. თუნდაც რუსეთზე შურის საძიებლად. რუსეთი მათ წინააღდმეგ ყველაზე მონდომებით იბრძვის. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს საკურორტო სეზონზე. ხელისფლება სიამაყით ამბობს, რომ 3 მილიონ რუს ტურისტს ელოდება. ეს ჩვენთვის ძალიანს სახიფათოა“, – დასძენს ექსპერტი და კითხვას – „ რატომ არის სახიფათო 3 მილიონი რუსი ტურისტი?“, – პასუხობს:
„მათი წყალობით შესაძლოა საქართველო ტერორისტების სამიზნე გახდეს. ისლამურმა სახელმწიფომ გამოსცა ბრძანება, ყველგან მოაწყონ ტერაქტები, სდაც ანტიტერორისტულ კოალიციაში შემავალი ქვეყნების ტურისტები ჩავლენ. თავის დროზე ჰიტლერმა თავის ხალხს უთხრა, თქვენ დახოცეთ და ღმერთთან ამაზე პასუხს მე ვაგებო. ჯიჰადისტებს კი ეუბნებიან, დახოცეთ და სამოთხეში მოხვდებითო. ისლამურმა სახელმწიფომ ბოლო დროს ტერქტები ყველაზე დაცულ ქვეყნებში განახორციელა. საფრანგეთთან, ბელგიასთან და თურქეთთან შედარებით ჩვენი უსაფრთხოება ბევრად ნაკლებად არის დაცული. მოსლაოდენლი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, საქართველომ სხვა ქვეყნების დაზვერვასთან უნდა ითანამშრომლოს, თუმცა ისიც არავინ იცის, რას აკეთებენ დაზვერვის სამსახურები. თურქეთში, როგოც უკვე გითხარით, რამდენიმე ქვეყნის დაზვერვა მუშაობდა, მაგრამ ტერაქტი თავიდან ვერ აიცილეს.“