დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ და არა დაუთვლელი და გაუთვლელი სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც რისკფაქტორია, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძე განაცხადა.
„მარიხუანა არის მძლავრი ჰალუცინოგენი და არ შეიძლება ის იყოს უსაფრთხო. მისი მოხმარება იწვევს, ქცევით აშლილობებს, კოორდინაციის დარღვევას, ჰალუცინაციას და სხვა დაავადებებს. მარიხუანას „კარიბჭის ნარკოტიკასაც“ კი უწოდებენ, რადგან მისი მომხმარებლების 30% მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადის. ჩვენთან კი მისი ჭარბი პოპულარიზება ხდება. უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. რატომღაც, ის გარკვეულ ტრადიციებთან გავაიგივეთ, თითქოს, ხაჭაპურისა თუ კუბდარის მარიხუანას გარეშე გამოცხობა არ შეიძლება. დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ და არა დაუთვლელი და გაუთვლელი სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც რისკფაქტორია. რეგულაციები იმგვარი უნდა იყოს, რომ მოხმარება არათუ გაიზარდოს, პირიქით – შემცირდეს. დღეს პროცესები სწორად იმართება, ჩართულია ყველა პასუხისმგებელი უწყება,“ – აცხადებს ხუნდაძე.
“ნარკოტიკების პოპულარიზება ხდება, თითქოს, მის გარეშე ხაჭაპურისა თუ კუბდარის გამოცხობა არ შეიძლება”
2018/04/19 19:20:27

ნანახია: 789 ჯერ