რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოზე პატარა ბავშვი იყო გადაღებული, რომელიც ოჯახის წევრს სახლში წაყვანას სთხოვდა.
“დღეს დილით ბავშვი მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე “თბილისი ცენტრალის” ტერიტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს. გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით. მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა, თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს, გასდის ასეთი საქციელიო,
სახლში რომ მივიყვანო, დამილეწავს ყველაფერსო. ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქვავო” – ამ აღწერით გაავრცელა ვიდეო ინტერნეტ-მომხმარებელმა.
მოგვიანებით, მას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა, დონარა ცხვარაძე გამოეხმაურა. დონარა ცხვარაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ნამდვილად არ მიყვარს სტატუსების წერა, მაგრამ იძულებული გავხდი როომ დავწერო. ეს გუშინდელი ვიდეოების დამდებს ქალბატონო თამუნა თორიას ეხება, რომელმაც ტყუილი ორი ინფორმაცია დადო, ჩემი შვილის და ოჯახის შესახებ. ჯერ მოსულიყო და გაეგო რა მდგომარეობა იყო, შენი ფანტაზიის ნაყოფი რო დადე პიარი გაიკეთე საიდან მოიტანე რომ ბავშვი თემქის ბავშვთა სახლიდან გამოქცეული იყო, ჩემი შოთიკო 11 წლისაა და ის ავადაა. რამდენი წელია მას აქვს ეპილეფსია და ნერვიული აშლილობა, გადის მკურნალობის კურსს.
ბავშვი სწავლობს გლდანის 200 საჯარო სკოლა პანსიონში, სადაც არის ექიმების და უაღრესად ყურადღებიანი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ, გუშინ სახლიდან წამოვიყვანე, მშვიდად და გზაში მოუარა მისმა ავადმყოფობამ, ნამდვილად ძნელია მისი მოთოკვა ხდება აგრესიული და არაადეკვატური. გადადის ძალადობაზე არც ძმას და არც ბაბუას არ ინდობს.
რაც ამ სკოლა პანსიონში მივიყვანე შოთიკო დამშვიდა, შევიდა ბავშვებთან კონტაქტში, ისწავლა წერა კითხვა, დღეის მდგომარეობით, ბავშვი მიწევს თემქის ბავშვთა ფსიქიატრიულში და გადის მკურნალობას. შენგან განსხვავებით, უბრალო ხალხი ექიმები და პედაგოგები, რომლებმაც დაინახეს რეალობა, რაც ხდებოდა ტყუილს მიმსუბუქებენ, შენ კი მეტი ტყუილი დაგვიმატე, არ გაქვს ამის უფლება, იცოდე ღმერთი იყურება და გეშინოდეს, არასდროს გაპატიებს ამ დანაშაულს.
ძალიან დაგსჯის, შენთვის სჯობია დაწერე, სწორი ინფორმაცია. სანამ გვიან არ არის, თორემ პასუხს აგებ ყველა დაწერილ სიტყვაზე. იცოდე პასუხს მოგთხოვ, ტყუილის გამომჟღავნებისთვის და ყველა საჭიროების, მხრივ რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე რომ ცილს მწამებ, ხელთ ვიქონიებ ყველა იმ საჭირო დოკუმენტს თუ რაჭირს ჩემს შვილს და პასუხისგებაში მიგცემ, იცოდე დროულად შეცვალე შენი ტყუილები და ყველას ეშინოდეს ღმერთის ვინც შენი არასწორი ინფორმაცია დაიჯერა და გაავრცელა.