ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს ეხმიანება, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
“გაიზრდება ის ბავშვი… ამ ტკივილით… წუხილით… ცრემლით… სირცხვილით…
გზადაგზა, მთელი ბავშვობა, შურისძიებაზე იფიქრებს…
გაიზრდება და უკვე ახალგაზრდა, მოკლავს რომელიმეს, მის მწამებელთაგან და მერე როგორც მკვლელს, ისე ჩაქოლავს საზოგადოება, რომელიც დღეს მას იცავს. საზოგადოება, რომელსაც დღევანდელი ვიდეო ხვალ უკვე დავიწყებული ექნება, ისე, როგორც დათო სარალიძე და მისი მეგობარი, სასტიკად მოკლული ბავშვები შეატოვა მამას, უსამართლო სამართალს…
ასეთია ცხოვრება, ყოველთვისაა საშიშროება რომ გზიდან გადაუხვევ…
სამწუხაროა…”, – წერს დარეჯან მეფარიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.