საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
კომენტარები