სანზონაში დაკარგული 15 წლის გოგო იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი დეიდა, სალომე კანდელაკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
როგორც სალომე კანდელაკი წერს, თინათინ ნიკოლაძე პოლიციამ იპოვა.
გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გოგონას დეიდამ გუშინ გაავრცელა. როგორც სალომე კანდელაკი სოციალურ ქსელში წერდა, თინათინ ნიკოლაძე გუშინ სკოლაში წავიდა, სკოლაში არ მისულა და არც არავის უნახავს მას შემდეგ.
7 მაისს ქალაქ თბილისის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოში შევიდა შეტყობინება 2004 წელს დაბადებული გოგონას გაუჩინარების შესახებ. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კომენტარები