ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების ინტოქსიკაციით ახალგაზრდა კაცი მოათავსეს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ალადაშვილის სახელობის კლინიკის ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და ასპირაცია. ექიმის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმი აცხადებს, რომ მწვავე ინტოქსიკაციით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს და მასაც მსგავსი სიმპტომები აქვს.
კომენტარები