ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გამიზნული აქვთ მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია ქვეყანაში და შექმნან კრიზისული სიტუაცია, რაც ხელისუფლების დისკრედიტაციით და კრახით უნდა დამთავრდეს.ამისთვის ბრწყინვალედ იყენებენ ყველა შესაძლებლობას და ასეთ მოვლენასთან გვაქვს ახლაც საქმე.ამ მიზნის მისაღწევათ აშკარაა,რომ ისინი ცდილობენ ძირითადად ახალგაზრდობის გამოყენებას. ეს ყველაფერი ერთიერთში მაგონებს 2001 წლის მოვლენებს. მოგიწოდებთ მშობლებს, პედაგოგებს, ინტელიგენციას, მედიასა და ერის საღად მოაზროვნე ნაწილს, იმუშავეთ შვილებთან,სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან და ჩვენს მომავალ თაობასთან. ნუ მივცემთ ქვეყნის მოღალატე შავბნელ ძალებს ჩვენი ახალგაზრდობის ბრმა იარაღად გამოყენების საშუალებას! ეს ხელისუფლება თუ კიდევ ჩემი დასაცავი გახდებოდა ამას არც ვიფიქრებდი, მაგრამ უარესის მოსვლას კიდევ ამათი შენარჩუნება მიჯობს, ერის გამოღვიძებამდე მაინც!”-წერს ჩხაიძე.