კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ცდილობენ „თეთრი ხმაური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მხარეს გადასვლას. პოლიციამ ისინი შეაჩერა.
პოლიციას, კორდონთან ერთად ორ აქციას შორის „ყვითელი მარშუტკებისა“ და ე.წ. რობოკობების ბარიერები აქვს გაკეთებული.
პოლიციას სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში მომართული აქვს წყლის ჭავლის მანქანა. თუმცა, როგორც კადრებიდან ჩანს სამართალდამცველები მაქსიმალურად იკავებენ თავს, რომ სიტუციის განმუხტვა უფრო მკაცრი მეთოდებით სცადონ.
კომენტარები