საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი მერაბ კაჭახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანს” და წამყვან გიორგი გაბუნიას რეპლიკას ეხმაურება.
”რ2 -ის და მისი წამყვანის გუშინდელი მორიგი პროვოკაცია არის გათვლილი “ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალების” ეფექტზე.
განზრახვით, იქნებ სახელმწიფოს, ან რომელიმე მარგინალ ჯგუფს ხელი წაუცდეს რეპრესია – დარბევისაკენ. ეს კი ხელისუფლების დისკრიმინაციის და ზოგადად ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ხაზგასმული მცდელობაა.
მოგიწოდებთ(უკაცრავად თუ ხმამაღლა ჟღერს) არ ავყვეთ ქვეყნის მტერი ტელევიზიის პროვოკაციულ გამოხტომებს, მეტიც, საყოველთაო ბოიკოტი, ყოველგვარი “მუშტების ქნევის” გარეშე გამოვუცხადოთ მას. უბრალოდ არ ვუყუროთ ამ არხს. თუ ვართ მართლაც ღირსეული, რწმენაში მტკიცე მართლმადიდებლები, ამის გაკეთება სულაც არ არის ძნელი და დამერწმუნეთ ორ თვეში არათუ გაბუნია, არამედ ტელევიზია გაქრება საინმფორმაციო ველიდან.
მედალს მეორე მხარეც აქვს, ყველა ის პიროვნება თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პროვოკაციის ამ მცდელობას სათავისოდ გამოიყენებს და უფლის სახელით “ომს” გამოუცხადებს აღნიშნულ არხს იქნება რ2 -ის უნებლიე თუ შეგნებული მოკავშირე იმ გეგმებში, რაზედაც ზევით ვწერ.
გმადლობთ”, – წერს მერაბ კაჭახიძე.
”სათამაშო პისტოლეტია, თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება, იესოსაც გააჩენს”, – ეს რეპლიკა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გააკეთა, სადაც თემა “ცენზური გარეშე” გახლდათ. ეს რეპლიკა კი მხარტვარ ლიკა უკლებას მიერ შესრულებულ ე.წ. “თვითმკვლელი მარიამის” შესახებ გაკეთდა.