ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება.
სარალიძე პრეზიდენტის ადმნისტრაციაში ზვიად კუპრავასთან და ოჯახის ადვოკატთან ერთად მივიდა.
შეხვედრაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობენ.
კომენტარები