“ვინ არის ახმედ ჩატაევი, რომელიც სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორია? ის ავსტრიის მოქალაქეა და პირადად იცნობდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ბოლო 13 წლის განმავლობაში მასთან საქმე ჰქონდათ ბელგიის, შვედეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის სპეცსამსახურებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი წერს.
მისი განცხადებით, ჩატაევი ჩეჩნეთიდან 13 წლის წინ რიგითი ბანდიტის სტატუსით წავიდა და ტერორისტად დასავლეთმა აქცია. როგორც კადიროვი აცხადებს, ჩატაევზე პასუხისმგებლები არიან საქართველოს და დასავლეთის სპეცსამსახურები, რომლებმაც ის ტერორისტად აქციეს. გარდა ამისა, კადიროვი თურქეთს მიმართავს და მას ტერორისტების სიას გადასცემს, რომელთა დეპორტაციასაც ითხოვს.
კომენტარები