ჯორჯიის შტატში სროლისას 1 ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ რაც ქალაქ ჰირამის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარი სახლიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 3 დაშავებული იმყოფება. სამართალდამცველებმა ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
მსროლელმა პოლიციის თანამშრომლებსაც გაუხსნა ცეცხლი. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კომენტარები