ზვიად კუპრავამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ხორავას კონფლიქტში 21-ე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის შესახებაც. კუპრავას თქმით, მან დაადგინა ამ ახალგაზრდების სახელები და სკოლის დირექტორს შეატყობინა, რომ მისი სკოლის ბავშვები იყვნენ ინცინდენტის მონაწილეები. დირექტორმა კი თავის მხრივ ისინი დაიბარა და მომხდარის შესახებ მოაყოლა.
,,მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენ მერე ამ ბავშვებს დავუსვი შეკითხვა დადიოდნენ თუ არა სკოლაში, და მათ მითხრეს რომ სკოლაში არ დადიოდნენ, დირექტორი არ გვიშვებს სკოლაშიო, გვითხრა რო თქვენი ადგილი აქ არ არიო, არ შემოხვიდეთ, არ დაგინახოთო. ამაზე მე შემდეგ მეორე დღეს გავაკეთე განცხადება ერთერთ ღია ეთერში და მოვითხოვე დაინტერესება საგამოძიებო ორგანოებისგან, რა უფლება ქონდა დირექტორს ბავშვებისთვის აეკრძალა სკოლაში სიარული და ეთქვა რომ მათი ადგილი სკოლაში არ არის – ეს იყო მათი უფლებების დარღვევა. თუმცა ჩემი ღია ეთერის შემდეგ ბავშვების მშობლებს დაურეკეს და ბავშვებს დართეს სკოლაში სიარულის უფლება. თუმცა ის რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დირექტორი უკრძალავდა ბავშვებს სკოლაში სიარულს ეს უკვე შემდგარი ფაქტია, არის ჩვეულებრივი დისკრიმინაციული მიდგომა ბავშვების მიმართ, გარკვეული დანაშაულიც შეიძლება იყოს ამიტომ გამოძიება ამით მე ვფიქრობ ამ მიმართულებითაც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.“ – განაცხადა კუპრავამ.
კუპრავა: 21-ე სკოლის დირექტორი ბავშვებს სკოლაში სიარულს უკრძალავდა -ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაციული მიდგომა
2018/07/02 17:11:48

ნანახია: 903 ჯერ