გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა ყოველწლიური ქვეყნების კლასიფიკაციის შემოსავლები გამოაქვეყნა, რომელიც თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას ეფუძნება.
“ეს არის მსოფლიო ბანკის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით. ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას და მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ვფიქრობთ, ამ კლასიფიკაციის წინსვლა არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და საქართველოს ცნობადიბის ამაღლების კუთხით”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
კომენტარები