პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დედას, არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის სურდა მისი შვილის დაჭრა.
“საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა,” – აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.
არაოფიციალური ცნობით, მინდია გოგოჭურს თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.
კომენტარები