შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ხადას ხეობაში ამერიკული ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი არის ის, რომ გუშინ დაკავებულ პირს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. თუმცა გამოძიება გრძელდება, კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, ხომ არ შეიძლება გამოიკვეთოს დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირებიც.
ნათია მეზვრიშვილი დაკავებულ მწყემსზე კომენტარს აკეთებს
2018/07/10 13:55:10

ნანახია: 1043 ჯერ