მსოფლიოში აღიარებული იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს.
სპეციალიტების აზრით, ქვეყანაში ასეთი რანგის კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა, ვინაიდან შეთანხმებას ჯაჭვური რეაქციით მოსდევს სხვა ბევრი საგებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, მხარჯველობით უნარიანი ვიზიტორებისა და ტურისტების სახით.
როგორც კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა და მას წინ უძღოდა 6 წლიანი დაძაბული მუშაობა.
„ამ ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ კომპანიის ხელმხღვანელობასთან ერთად, 31 ივლისს თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ პრეზენტაციაზე“,-აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
კომპანია Azimut Benetti Group-ი იტალიური ბრენდია. მისი მფლობელია პაოლო ვიტელი, დღეს ის იმართება მისი ქალიშვილის, ჯოვანა ვიტელის მიერ.