ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სალომე ზურაბიშვილი-სერგეი ლავროვის დიდი თავისტკივილი(!)…
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ლავროვის მიერ დახლართულ ქსელებს, მოსკოვთან მიმართებაში, აუციულებლად დახსნის თავისი დიპლომატიური სვლებით. პარიზში დაბადებული არისტოკრატი ქალბატონი, თავისი მებრძოლი ხასიათით, აუცილებლად შეეცდება რეალური გარდატეხის შექმნას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებში, მას აქვს ამისთვის უდიდესი დიპოლომატიური ალღო და მშვიდობიანი მოლაპარაკების უალტერნატივო ხედვა…
იცის ეს სერგეი ლავროვმა და ისიც კარგად ახსოვს, როგორ გააყვანინა რუსებს ღიმილ-ღიმილით საქართველოდან ჯარი, მაშინდელმა საგართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა… უკვე განგაშის ზარი შემოკრეს ჟირინოვსკიმ და ეგრეთ წოდებული “სომხური ლობის“ ცნობილმა სახეებმა, მათ უკვე გააქტიურეს თავისი კავშირები საქართველოს პარლამენტსა და სახელისუფლებო სტრუქტურებში სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე დასაბლოკად…
მათი აზრით, საქართველოს ნამდვილი ევროპელი პრეზიდენტის არჩევა, რუსეთისათვის საფრთხეების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, სინამდვილეში კი, ამ ცვლილებებმა, შეიძლება სრულიად ცივილური გზით, ასი პროცენტით, შემოატრიალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები…
საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე, უკვე გამოჩნდენ სხვადასხვა საჭადრაკო ფიგურები, ეტლი, ლაზიერი და ნელნელა პაიკთა მთელი ლაშქარი, მეფე კი, რატომღაც, არ ჩქარობს დედოფლის გამოჩენას(!)…”-წერს ქურდაძე.